ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი
8 დეკემბერს, ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტის „ისტორიას დარჩება!“ პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას კულტურის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი გიორგი აფციაური და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის თავმჯდომარის მოადგილე ანი ლაღიძე დაესწრნენ. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით, 15 დეკემბერს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, მომღერალ ირაკლი ჩარკვიანისადმი მიძღვნილი კონცერტი „ისტორიას დარჩება!“ გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია ფონდი „ავტოგრაფი“. პირველად საქართველოში, სპეციალურად ამ კონცერტისთვის, ირაკლი ჩარკვიანის ვირტუალური გამოსახულება - ჰოლოგრამა მომზადდა, რაც მაყურებელს მუსიკოსის სცენაზე ნახვის საშუალებას მისცემს. კონცერტში მონაწილეობენ: ნიაზ დიასამიძე, პეჩო, უცნობი, ვაკის პარკი, ნიკა კოჩაროვი, დათო ევგენიძე, ეკო დეისაძე, Sophie Villy, LOUDspeakers-ი, The Window, The Mins, Kung Fu Junkie, MAO, კაკადუ, Jetbird, ჯერონიმო, ქეთათო, გელა ჩარკვიანი. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
„ისტორიას დარჩება!” ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი...
culturegovge culturegovge
სტუდენტებმა ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გ...
Music Box
"ჩვენ გადავცურავთ ზღვას" - ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნისადმი მიძ...
Ajara TV
ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა - მეფე ცხოვ...
Music Box
ირაკლი ჩარკვიანის Tribute ალბომი – ქაღალდის გემი [2006]
Lasha Gabunia
ირაკლი ჩარკვიანის პოზიცია საქართველოზე ! #GeTube
GeTube
ირაკლი ჩარკვიანის ”მშვიდი ცურვა” - პრეზენტაცია
Ilia State University
ირაკლი ჩარკვიანის ლექსი — ქართული ჩაი
ჩემი ცხოვრება