საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტულმა არხმა მაუწყებლობა დაიწყო
პირველი არხის სპორტულმა არხმა მაუწყებლობა დაიწყო! სპორტული არხის ყურება ონლაინ შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე 👉 https://player.1tv.ge/2tv/ სპორტული არხის ტელეპროგრამის ნახვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე 👉 https://1tv.ge/tv-radio/arkhebi/pirve... პირველად სატელევიზიო ეთერში არხი მაყურებელს შესთავაზებს ეროვნულ ჩემპიონატებს ყველა დისციპლინაში, რაც უპრეცედენტო მოვლენაა სპორტის მოყვარული აუდიტორიისთვის. პირველი არხი-სპორტის განუყოფელი ნაწილია უნიკალური არქივი, რომელიც ეროვნული სპორტის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეტაპების და პერსონალიების მემატიანეა. აღსანიშნავია, რომ პირველი არხი-სპორტი გახდა ევროპული პლატფორმის EourovisionSport-ის პარტნიორი, რაც საშუალებას აძლევს ქართველ მაყურებელს, ევროპული სპორტის მრავალფეროვან, მულტიდისციპლინარულ, მათ შორის, პარასპორტის ჩემპიონატებს ადევნოს თვალი. „საქართველოში სპორტის განვითარების ხელშეწყობისთვის გადამწყვეტია ეროვნული სპორტული ჩემპიონატების გადაღება და ტრანსლაცია, რაც ნამდვილად უნიკალური შეთავაზებაა ჩვენი მხრიდან და გარკვეულ სოციალურ ასპექტებს შეიცავს, რადგან სპორტის ყველა სახეობას არ აქვს დამატებითი რესურსი, აუდიო ან ვიდეოგადაღება აწარმოოს და პოპულარიზაცია გაუწიოს დისციპლინას, რომელიც ნაკლებად ცნობადია. ასევე, სხვადასხვა სპორტული სახეობების გაძლიერება სპორტით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის მოტივაციის გაზრდას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ნიშნავს, რაც პირველი არხის ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანაა“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა. პირველი არხი-სპორტი 20 მაისიდან მაყურებელს შესთავაზებს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს 17-წლამდელ ფეხბურთელთა შორის, ხოლო 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდგომ, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში. ორშაბათიდან სტარტს აიღებს ATP Challenger Tour-ის პროფესიონალ კაც ჩოგბურთელთა ტურნირი, რომელიც 20-26 მაისის პერიოდში გაგრძელდება, პირველი არხი-სპორტი მაყურებელს ცენტრალურ კორტზე მიმდინარე ასპარეზობებს შესთავაზებს. ასევე პირველად სატელევიზიო ეთერში დაგეგმილია ხელბურთში ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრების და ფინალური მატჩის ჩვენება. პირველი არხი-სპორტი მაყურებლისთვის ხელმისაწვდომია სატელევიზიო ეთერში, საკაბელო ტელევიზიების საშუალებით და პირველი არხის ციფრულ პლატფორმაზე 👉 https://1tvplay.ge/ ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
21 ნოემბერი ტელევიზიის მსოფლიო დღეა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პირველი არხის სატელევიზიო სეზონი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
წლის სპორტსმენის დაჯილდოება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ეტაპი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარასპორტსმენის დაჯილდოება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"პიკის საათი" 06.07.17 თბილისი, ლისი, 9 ივლისი - „სპორტული რ...
Georgian Public Radio
KEIICHIRO SHIBUYA / HATSUNE MIKU: "THE END" - SOU 2017-ის და...
კომუნიკატორი / C სტუდია