საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - საზეიმო ღონისძიება ვაზიანში

26.05.2020 06:32

„კოვიდ19“-ის პანდემიის გათვალისწინებით, დღევანდელი თარიღი წელს მასშტაბურად არ აღინიშნება, თუმცა საზეიმო ღონისძიებები ყველა ქვეით ბრიგადაში დაიგეგმა. მთავარი ღონისძიება კი ვაზიანში, მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს დამოუკიდებლობის დღე პრეზიდენტმა,  პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თავდაცვის მინისტრმა მიულოცეს. ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე, მათ პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას. გაიმართა დაჯილდოების ცერემონიაც. ლიკა ალელიშვილი დეტალებით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: