საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი


დღეს კენჭისყრა გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის ასარჩევად. სასამართლოს პლენუმი 15 საათისთვის შეიკრიბება და კანდიდატთა მოსმენის შემდეგ ფარული კენჭისყრით აირჩევს თავმჯდომარეს. რეგისტრირებულია თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი – მერაბ ტურავა და ირინა იმერლიშვილი. პლენუმი ცხრა მოსამართლისგან შედგება და თავმჯდომარე  გახდება ის კანდიდატი, რომელიც პლენუმის შემადგენლობის ნახევარზე მეტის, ანუ ხუთი მოსამართლის მხარდაჭერას მოიპოვებს. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატები ვერ მოახერხებენ ხუთი ხმის მოპოვებას, ერთი თვის განმავლობაში ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან