შეხვედრა ლაფანყურის მოსახლეობასთან
ლაფანყურის მოსახლეობასთან გამართული სამსაათიანი მსჯელობა, რომელიც მდინარე ლოპოტაზე ჰესის აშენებას ეხებოდა, კონკრეტული შედეგით დასრულდა. მშენებარე კომპანიამ დამატებითი დოკუმენტაცია გარემოს დაცვის სამინისტროს უნდა წარუდგინოს, მათ შორის ჰესის მშენებლობის შემთხვევაში შესაძლო რისკებისა და გარემოზე ზემოქმედების შესახებ. მონაცემებს კი გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია და კერძო ექსპერტი შეისწავლიან. აღნიშნული ინფორმაციის გაცვლის შემდეგ ჩაინიშნება მორიგი შეხვედრა . „ლოპოტა 1“ ჰესის აშენებას სოფელ ლაფანყურიდან 7 კილომეტრში, შპს „ართანა ლოპოტა“ აპირებს. ჰესის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მდინარე რამდენიმე კილომეტრის მანძილზე მილებში მოექცევა, რაც ლოპოტის ხეობის გაუდაბნოებას გამოიწვევს. ადგილობრივების ინფორმაციით, ჰესის მშენებლობის შემთხვევაში, განადგურების საფრთხე დაემუქრება წითელ ნუსხაში შეტანილ ფლორას და ფაუნას. თავის მხრივ, კომპანიის წარმომადგენლებმა ეკოლოგიური საფრთხეები გამორიცხეს და განმარტეს, რომ ჰესის მშმენებლობა გარემოზე მინიმალურ ზემოქმედებას მოახდენს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შეხვედრა ლაფანყურის მოსახლეობასთან
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
ლაფანყურში გზის რეაბილიტაცია დაიწყება
Telavi municipality
საპროტესტო აქცია ლაფანყურში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გერმანია სანდრა რულოვსის დაკითხვას ითხოვს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახალხო დამცველი თელავში
ტელეკომპანია თანამგზავრი
მთავარი არხი / „არა ლოპოტა ჰესს“ / შეხვედრა თელავში /
LOPOTA - tv
დიდი ვიდეოს პატარა ნაწყვეტი. ჩვენები და გერმანელები, დაუვიწ...
LOPOTA - tv
ჰესი მდინარე ლოპოტაზე და ადგილობრივების პროტესტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster