თელავში გამწვანების სამსახურმა ბორდიურების გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო

09.10.2014 01:09

ქალაქ თელავში გამწვანების სამსახურმა ბორდიურების გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. სულ 40 ჰექტარი ფართობის დასუფთავებაა დაგეგმილი. სამუშაოებმა სტარტი გივი ჩოხელის ქუჩაზე, ხევის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღო. ქალაქის გამწვანების სამსახურის წარმომადგენლები ხევის გაწმენდის აუცილებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ შუა ქალაქში დაბინძურებული ტერიტორია მოსახლეობას დიდ საფრთხეს უქმნის. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/ZgMJqg

გაზიარება: