თელაველების პრობლემები
თელავის მოსახლეობისთვის წყლის, გზებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის პრობლემა წლებია მოუგვარებელია. ამ დროს კი ადგილობრივი მთავრობა მიმდინარე წელს 3.3 მლნ ლარით აფინანსებს 14 ა(ა)იპ-ს, რომელთა ფუნქციები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ა(ა)იპ არასამეწარმეო-არაკომეციული იურიდიული პირია, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერია კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად ქმნის. ამ ტიპის ორგანიზაციებს მიეკუთვნება მაგალითად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, კულტურის, დასუფთავების, გამწვანების, სპორტის ცენტრები. ახლა თელავის მუნიციპალიტეტში სულ 18 ა(ა)იპ ფუნქციონირებს, რომელთაგან 4 არის ბაგა-ბაღების გაერთიანება, საბიბლიოთეკო გაერთიანება, ჯანდაცვის ცენტრი, უმწეოთა და უპოვართა სამსახური. დანარჩენი 14 კი სპორტისა და კულტურის სფეროში საქმიანობს. ბოლო წლებში თელავში ამ ორგანიზაციების დაფინანსება და იქ დასაქმებულთა რაოდენობა მზარდია. საეჭვოა მათი ნაწილის აღმოცენების ისტორია და იქ მომუშავეთა კავშირები ადგილობრივი მთავრობის წევრებთან. “აი, ფაქტის” წყაროები ამბობენ, რომ თელავის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ-ები, ძირითადად, პარტიული აქტივის დასასაქმებლად შეიქმნა. გაიგე მეტი: https://ifact.ge/telavi/
მსგავსი ვიდეოები
გაჩერებული ქალაქები | როგორ აპირებს თელაველების პრობლემების...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
აკაკი ასათიანი თელავის მოსახლეობას შეხვდა
ტელეკომპანია თანამგზავრი
რა პრობლემებით ხვდებიან თელაველები ზამთრის სეზონს?
ტელეკომპანია თანამგზავრი
„მუნიციპალური განვითარების ფონდი" თელავში
ტელეკომპანია თანამგზავრი
იცნობენ თუ არა თელაველები საკრებულოს წევრებს?
ტელეკომპანია თანამგზავრი
რა პრობლემების მოგვარებას მოითხოვენ თელაველები?
ტელეკომპანია თანამგზავრი
რა პრობლემების მოგვარებას სთხოვთ მომავალ გამგებელს?
ტელეკომპანია თანამგზავრი
გამოკითხვა: რა პრობლემების მოგვარებას სთხოვთ თელავის მერს?
ტელეკომპანია თანამგზავრი