ბავშვზე სექსუალური ძალადობის საქმეზე ორი მამაკაცი დააკავეს
სამეგრელოში თანასოფლელებმა არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამა-შვილის სახლი დაწვეს. დაკავებულების საცხოვრებელ სახლთან შეკრებილებმა სამართალდამცავებს არ მისცეს სახლთან მისვლის საშუალება. პოლიციამ ბრალდებულები ორი დღის წინ დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე და138-ე მუხლებით რვა წლის გოგონას გაუპატიურების საქმეზე მიმდინარეობს. გამოძიების ცნობით 2020 წლიდან 2021 წლის 21 ივნისის ჩათვლით ბრალდებულებმა დაზარალებულის ასაკის გამო მისი უმწეობის გამოყენებით, რვა წლის გოგონა რამდენჯერმე გააუპატიურეს. ასევე 2018 წლის 21 იანვარს ზ.გ.-მ დაზარალებულის ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, ძალადობით ცხრა წლის გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა. ბრალდებულები დაზარალებულ არასრულწლოვნებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ, თუ ისინი მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვებოდნენ. ორივე პირისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საქართველო 50 ქვეყანასთან ერთად ბავშვზე სექსუალური ძალადობის...
Ministry of Justice of Georgia
ყველაზე ტაბუირებული დანაშაული - როგორ ამოვიცნოთ იყო თუ არა...
TV IMEDI
საქართველოში ბავშვზე ძალადობის 1146 ფაქტი დაფიქსირდა
Trialeti TV
„დებატები“ დებატების გარეშე - შეხვედრა მერობის კანდიდატებთან
Radio Atinati
დაარღვიე დუმილი ! შეაჩერე ბავშვზე სექსუალური ძალადობა !
Marketer
სექსუალური ძალადობა ბავშვზე - ბავშვთან მომუშავე პროფესიონალე...
The Public Health Foundation of Georgia PHF
75 წლის კაცი 5 წლის ბავშვზე სექსუალურად რამდენიმე თვე ძალადო...
Formula News
11 წლის ბავშვზე 50 წლის მამაკაცი სექსუალურად ძალადობდა-შემზა...
Tv Dia