საქართველოს პროკურორთა კონფერენცია საპროკურორო საბჭოს ახალ პროკურორ წევრებს აირჩევს

24.03.2022 01:32

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, საქართველოს პროკურორთა კონფერენციის თავმჯდომარემ ირაკლი შოთაძემ, 25 მარტს, 10:00 საათზე, საქართველოს პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრება - საქართველოს პროკურორთა კონფერენცია მოიწვია. კონფერენციას, რომელიც სასტუმრო „ჰოთელს \u0026 პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ გაიმართება, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე, პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან, ფარული კენჭისყრით საპროკურორო საბჭოს 3 ახალ პროკურორ წევრს აირჩევენ.    საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი, რომლის ამოწურვისთანავე საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება. საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება ასევე, თუ ის დაიკავებს საპროკურორო საბჭოს წევრობასთან შეუთავსებელ თანამდებობას.  საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს პროკურორი ან პროკურატურის გამომძიებელი, რომელსაც აქვს იურისტად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის პროკურორად ან/და პროკურატურის გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება. "პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საპროკურორო საბჭო არჩეული 15 წევრისგან შედგება, საიდანაც 8 არის პროკურორი წევრი.   საპროკურორო საბჭო საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის შესაბამისად, პროკურატურის დამოუკიდებლობას და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. https://pog.gov.ge/news/saqarTvelos-p...

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

საქართველოს პროკურორთა კონფერენცია
08:26

საქართველოს პროკურორთა კონფერენცია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველოს პროკურორთა კონფერენცია
02:00

საქართველოს პროკურორთა კონფერენცია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პროკურორთა კონფერენცია საპროკურორო საბჭოს ორ წევრს აირჩევს
01:01

პროკურორთა კონფერენცია საპროკურორო საბჭოს ორ წევრს აირჩევს

საქართველოს პროკურატურა

საქართველოს პროკურორთა კონფერენცია მიმდინარეობს
07:15

საქართველოს პროკურორთა კონფერენცია მიმდინარეობს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პროკურორთა საერთაშორისო კონფერენცია
03:49

პროკურორთა საერთაშორისო კონფერენცია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პროკურორთა საერთაშორისო კონფერენცია - დღე მეორე
01:12

პროკურორთა საერთაშორისო კონფერენცია - დღე მეორე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პროკურორთა საერთაშორისო კონფერენცია
02:57

პროკურორთა საერთაშორისო კონფერენცია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

თბილისში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ოთხდღიანი კონფერენცია დასრულდა
02:53

თბილისში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ოთხდღიანი კონფე...

საქართველოს პროკურატურა

ყველა ვიდეო