იუსტიციის საბჭოს წევრის გაწვევის მოთხოვნა

05.11.2019 05:33

იუსტიციის საბჭო პრეზიდენტის პასუხს ელოდება. სასამართლოს ზედამხედველი ორგანოს 11 წევრი პოლიტიკური აქტივობის არგუმენტით საბჭოდან არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის გაწვევას ითხოვს. მოთხოვნას არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მესამე სექტორი სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, იხელმძღვანელოს კონსტიტუციით, რომელიც პრეზიდენტს იუსტიციის საბჭოს ერთი წევრის მხოლოდ დანიშვნის უფლებას ანიჭებს. 52-ე მუხლში არაფერია ნათქვამი გათავისუფლებაზე. თუმცა არსებობს ორგანული კანონი, რომელიც სახელმწიფოს მეთაურს ცალკეულ შემთხვევებში იუსტიციის საბჭოდან წევრის გაწვევის უფლებას აძლევს. იუსტიციის საბჭოს მოთხოვნაში სამართლებრივ ხარვეზს საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული დეპუტატებიც ხედავენ. პრეზიდენტი ჯერ დუმს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: