მარკუეინ მალინის წერილს პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა


შეერთებული შტატების კონგრესის, რესპუბლიკელი წევრის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი მიწერილ წერილს გამოხმაურებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ამერიკელი კონგრესმენი ამერიკულ კომპანია „ფრონტერას“ იცავს, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებებს არღვევს. ნაცვლიშვილის თქმით, ქართველი პოლიტიკოსების ადგილი, რომლებმაც ამერიკელი კონგრესმენის წერილი მოიწონეს, ქართულ პოლიტიკაში არ არის.

წერილს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარეც. არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საქართველოს ამ კომპანიასთან აქვს დავა, სადაც ის იცავს საქართველოს ინტერესებს, რაც შეეხება ამერიკული მხარის პოზიციას, თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ყველამ უმჯობესია, ამერიკის მთავრობის ოფიციალური პირების პოზიციით იხელმძღვანელოს.

შეგახსენებთ, რესპუბლიკელი კონგრესმენი მარკუეინ მალინი წერილში კომპანია „ფრონტერაზე“ საუბრობს და მას შევიწროების ერთ-ერთ მსხვერპლად მიიჩნევს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან