სალომე ზურაბიშვილი ქუთაისში სტუდენტებს შეხვდება

10.02.2019 01:21

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი იმერეთში გრძელდება. სალომე ზურაბიშვილი დღეს ქუთაისშია. პრეზიდენტი უკვე მივიდა ბოტანიკურ ბაღში და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. დღესვე პრეზიდენტი ქართულ-პოლონური არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგებს გაეცნობა, დღის ბოლოს კი აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში მივა და სტუდენტებს შეხვდება. გუშინ პრეზიდენტი წყალტუბოში იმყოფებოდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: