პრეზიდენტის ვიზიტი გერმანიაში
გერმანიის ქალაქ მიუნხენში, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით იმყოფება, ქართველ სტუდენტებთან შეხვედრისას ორმა მონაწილემ ცალ თვალზე ხელის აფარებით 20 ივნისის მოვლენები გააპროტესტა. მათ ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელეს და განმარტეს, რომ ამ ფორმით აქციის დარბევისას დაშავებულებს სოლიდარობა გამოუცხადეს. სტუდენტ გიორგი ხიმშიაშვილის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის საუნივერსიტეტო სფეროში მოღვაწე ახალგაზრდებთან შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილი მისმა მწვავე შეკითხვებმა გააღიზიანა, რომელიც საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს უკავშირდებოდა. შეხვედრის მონაწილეების ნაწილის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, კრიტიკული კითხვების გამო, მათ მეტი წიგნიერებისკენ მოუწოდა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირი დააბრალა. შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილე ირინა ჩიხლაძე აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტმა სტუდენტებს გაუნათლებლები უწოდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პრეზიდენტის ვიზიტი გერმანიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პრეზიდენტისა და ანგელა მერკელის შეხვედრა დასრულდ...
TV IMEDI
ქრონიკა 11:00 საათზე - 3 მაისი, 2022 წელი
TV IMEDI
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი საფრანგეთსა და გერმანიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მაკრონის ახალი გეგმა და ევროპის ლიდერების პოლიტიკა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტ...
TV IMEDI
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გერმანიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster