კონკურსი - საუკეთესო თანამედროვე ქართული საოპერო ნაწარმოებები
30 ივნისს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გამოვლინდა საუკეთესო თანამედროვე ქართული საოპერო ნაწარმოებები. კონკურსი ფონდმა „საქართველოს ნაციონალური ოპერა" 2013 წლის ზაფხულში გამოაცხადა. პირველი ადგილის მფლობელი გახდა ოპერა "ოჯახის თავი", რომლის ავტორიც ახალგაზრდა კომპოზიტორი ნიკა ფასურია( ლიბრეტო დავით გაბუნია), გამარჯვებულს საჩუქრად 10000 ლარი გადაეცა. მეორე ადგილი წილად ხვდა 13 წლის კომპოზიტორის სანდრო ნებიერიძის ოპერას "ერთხელ" (ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოების "ზღაპარი ხელმწიფის პატარა ქალისა და მწყემსი ბიჭისა" მიხედვით). მეორე ადგილზე გასულ ავტორს, კონკურსის პირობების თანახმად, კულტურის სამინისტრო საქართველოში საოპერო ჟანრის განვითარების მიზნით, ახალ ქართულ ოპერას დაუკვეთავს. ღონისძიებას დაესწრო კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი და ფონდის „საქართველოს ნაციონალური ოპერა" დამფუძნებელი დავით საყვარელიძე. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
დრამატურგიული კონკურსი ''საუბარი საზღვრების შესახებ''
culturegovge culturegovge
დრამატურგიული კონკურსი ''საუბარი საზღვრების შესახებ''
culturegovge culturegovge
ქართული ფულის ევოლუცია I ექსპერტი ფინედუზე
Finedu
„თარგმანი 2016“ - დაჯილდოება
culturegovge culturegovge
#ახალიდღე კონკურსი სცენოგრაფებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველო ბერლინის 71-ე კინოფესტივალზე | Georgia at the 71t...
Georgian National Film Center
დათო გომართელი - რაცა ვარ ესა ვარ
90'S Kids Music Records - Georgia ♪