კონკურსი - საუკეთესო თანამედროვე ქართული საოპერო ნაწარმოებები

06/30/2014
culturegovge culturegovge-ის მიერ

30 ივნისს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გამოვლინდა საუკეთესო თანამედროვე ქართული საოპერო ნაწარმოებები. კონკურსი ფონდმა „საქართველოს ნაციონალური ოპერა\" 2013 წლის ზაფხულში გამოაცხადა.
პირველი ადგილის მფლობელი გახდა ოპერა \"ოჯახის თავი\", რომლის ავტორიც ახალგაზრდა კომპოზიტორი ნიკა ფასურია( ლიბრეტო დავით გაბუნია), გამარჯვებულს საჩუქრად 10000 ლარი გადაეცა.
მეორე ადგილი წილად ხვდა 13 წლის კომპოზიტორის სანდრო ნებიერიძის ოპერას \"ერთხელ\" (ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოების \"ზღაპარი ხელმწიფის პატარა ქალისა და მწყემსი ბიჭისა\" მიხედვით). მეორე ადგილზე გასულ ავტორს, კონკურსის პირობების თანახმად, კულტურის სამინისტრო საქართველოში საოპერო ჟანრის განვითარების მიზნით, ახალ ქართულ ოპერას დაუკვეთავს.
ღონისძიებას დაესწრო კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი და ფონდის „საქართველოს ნაციონალური ოპერა\" დამფუძნებელი დავით საყვარელიძე.

http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან