საკადრო ცვლილება მთავრობაში
მეორე საკადრო ცვლილება მამუკა ბახტაძის კაბინეტში. გიორგი ქობულიას შემდეგ, მინისტრის პორტფელი დავით სერგეენკომ დატოვა. ამით ჯანდაცვის სამინისტროში, მისი თითქმის შვიდწლიანი მმართველობა დასრულდა. მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი წევრი ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის დღიდან იკავებდა. უკვე ყოფილი მინისტრი პოსტის დატოვებას საკუთარი სურვილით ხსნის და ამბობს, რომ მისი შემცვლელის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრს თავად შესთავაზა. პროფესიით ექიმი, ეკა ტიკარაძე ბოლო წლებში საჩხერის საავადმყოფოს ხელმძღვანელობდა. ახალი მინისტრი უწყებაში რეფორმის მეორე ეტაპის დაწყებას აანონსებს, მისი წინამორბედი კი, მინისტრობიდან პრემიერის მრჩევლის პოსტზე ინაცვლებს. არ არის გამორიცხული, რომ სოციოლოგიური კვლევებით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრი, 2020 წლისთვის მმართველი პარტიის სიის პირველ ათეულში იყოს, რისი მინიშნებებიც დღეს უკვე გაკეთდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საკადრო ცვლილება მთავრობაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საკადრო ცვლილება მთავრობაში
Ajara TV
საკადრო ცვლილება მთავრობაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საკადრო ცვლილება მთავრობაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საკადრო ცვლილება მთავრობაში
TV IMEDI
სპეციალური გამოშვება - საკადრო ცვლილება მთავრობაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საკადრო ცვლილება აჭარის მთავრობაში
Ajara TV
საკადრო ცვლილება აჭარის მთავრობაში
Iuri Fen