საკადრო ცვლილება მთავრობაში

19.04.2019 05:34

თანამდებობიდან გადაყენებული გიორგი ქობულია დუმს. რატომ გაათავისუფლა პრემიერმა მის მიერვე 10 თვის წინ დანიშნული ეკონომიკის მინისტრი პოსტიდან, - ამ თემაზე დღეს მედიასთან განმარტებები თავად პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. მამუკა ბახტაძე ქობულიასთან რაიმე თემაზე უთანხმოებას უარყოფს და მის დამსახურებებზე საუბრობს, თუმცა იქვე ხაზს უსვამს, რომ ქვეყანას სტრატეგიების დროული აღსრულება და სწრაფი გადაწყვეტილებები სჭირდება. ამ გეგმით ეკონომიკის მინისტრის პორტფელს ქობულიას ყოფილი მოადგილე ნათია თურნავა იბარებს. გიორგი ქობულია, - რომელმაც საზოგადოებას რამდენიმე ცნობილი განცხადებითაც დაამახსოვრა თავი, - მთავრობაში თვეების წინ ცნობილი საერთაშორისო კომპანიიდან მოვიდა. განმარტებების მიუხედავად, მამუკა ბახტაძის კაბინეტის პირველი საკადრო ცვლილების მიზეზებზე კითხვები მაინც ისმის - მათ შორის მმართველი გუნდის წევრების მხრიდანაც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: