„ლენდ-ლიზის“ კანონს ხელი 9 მაისს მოეწერება
შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკრაინისთვის ე.წ. ლენდ-ლიზის შესახებ კანონს 9 მაისს მოაწერს ხელს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა. „ორშაბათს პრეზიდენტი ხელს მოაწერს „ლენდ-ლიზის“ კანონს, რათა დაიცვას დემოკრატია უკრაინაში 2022 წლისთვის“, – აღნიშნა ფსაკიმ. ამასთან, მან დაადასტურა ცნობები, რომ ბაიდენი დაესწრება „დიდი შვიდეულის“ ვირტუალურ შეხვედრას, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეოკონფერენციის საშუალებით შეუერთდება. გარდა ამისა, გავრცელდა ცნობები, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკრაინისთვის, სავარაუდოდ, 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შეიარაღების ახალ პაკეტს მოაწერს ხელს, რათა დაეხმაროს ოფიციალურ კიევს რუსეთის შეჭრის მოგერიებაში. ეს ინფორმაცია თავად ბაიდენმა დაადასტურა. პრეზიდენტმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ იგი აცხადებს უსაფრთხოების დახმარების შესახებ კიდევ ერთ პაკეტს, რომელიც უკრაინისთვის დამატებით საარტილერიო საბრძოლო მასალას, რადარებსა და სხვა აღჭურვილობას მოიცავს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#Forbesკვირა - გიორგი ისაკაძის ეპილოგი
Business Media Georgia
„ლენდ ლიზის“ აქტი უკრაინის მხარდასაჭერად
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვოლოდიმირ ზელენსკის მადლობის წერილი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რა არის ლენდ-ლიზის პროგრამა | რა შეიარაღებას მიიღებს უკრაინა...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
აშშ-ის პრეზიდენტმა ლენდ ლიზის აქტს ხელი მოაწერა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუზველტიდან ბაიდენამდე - ლენდ-ლიზის პროგრამა 81 წლის შემდეგ...
TV IMEDI
გიორგი ქარდავა ლენდ ლიზის ხელშეკრულების შესახებ
Saqartvelos patrioti
რატომ არის ლენდ ლიზის აქტი კარგი ამბავი უკრაინისთვის?
64 Project