აშშ-ის პრეზიდენტმა ლენდ ლიზის აქტს ხელი მოაწერა


ჯო ბაიდენმა ლენდ ლიზის აქტს ხელი მოაწერა. აღნიშნული უკრაინისთვის იარაღის მიწოდების პროცესს ამარტივებს. 28 აპრილს, კონგრესმა დაამტკიცა ლენდ ლიზის პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს ვაშინგტონს, უკრაინას შეიარაღება უფრო სწრაფად და ეფექტური გზით გადასცეს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2022-2023 ფისკალურ წლებში პრეზიდენტს შეუძლია მისცეს ნებართვა აშშ-ის მთავრობას, დროებით სარგებლობაში ან იჯარით გადასცეს თავდაცვის საშუალებები უკრაინის მთავრობას ან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომლებზეც გავლენა მოახდინა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციამ, რათა დაეხმაროს ამ ქვეყნებს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში და მათი სამოქალაქო მოსახლობის დაცვაში, რუსეთის ძალების მხრიდან პოტენციური ინტერვენციისგან ან მიმდინარე აგრესიისგან.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან