იაროსლავ კაჩინსკი ორბანს აკრიტიკებს

09.04.2022 00:52

პოლონეთის პარტია „კანონი და სამართლიანობის“ ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს ურჩია, ეწვიოს თვალის ექიმს თუ ის ვერ ხედავს კიევის სიახლოვეს რუსი სამხედროების სისასტიკეს. მისივე თქმით, პოლონეთი უნგრეთთან არ ითანამშრომლებს. ამის შესახებ კაჩინსკიმ პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „ორბანის ქცევის შეფასება ცალსახად უარყოფითია, როდესაც ის ამბობს, რომ არ უნახავს, თუ რა მოხდა ბუჩაში, მას ოფთალმოლოგთან მისვლა სჭირდება“, - განაცხადა კაჩინსკიმ. მისივე თქმით, იგი აქამდე ორბანის შეფასებისგან თავს იკავებდა, მაგრამ ახლა „აღიარებს, რომ ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა“. აქვე კაჩინსკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთი არ ითანამშრომლებს უნგრეთთან, თუ ორბანი არ შეცვლის პოზიციას უკრაინის ომთან დაკავშირებით. „ვფიქრობ, რასაც ორბანი აკეთებს არის რომ ის იმედოვნებს, რომ შეასრულებს როლს ომის დასრულებაში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არის სრული ჩიხი“, - დაამატა კაჩინსკიმ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

იაროსლავ კაჩინსკი სმოლენსკში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას დონალდ ტუსკის მთავრობას აკისრებს
00:36

იაროსლავ კაჩინსკი სმოლენსკში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მიხეილ სააკაშვილიმა და იაროსლავ კაჩინსკიმ ერთობლივი განცხადებები გააკეთეს
36:00

მიხეილ სააკაშვილიმა და იაროსლავ კაჩინსკიმ ერთობლივი განცხადე...

Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил

საქართველოს პრეზიდენტი იაროსლავ კაჩინსკის შეხვდა
00:26

საქართველოს პრეზიდენტი იაროსლავ კაჩინსკის შეხვდა

Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил

მიხეილ სააკაშვილისა და იაროსლავ კაჩინსკის ერთობლივი განცხადებები
36:00

მიხეილ სააკაშვილისა და იაროსლავ კაჩინსკის ერთობლივი განცხადე...

პოლიტიკური პორტალი

ბიძინა ივანიშვილისა და იაროსლავ კაჩინსკის შეხვედრა
00:51

ბიძინა ივანიშვილისა და იაროსლავ კაჩინსკის შეხვედრა

პოლიტიკური პორტალი

შეხვედრა იაროსლავ კაჩინსკისთან
08:29

შეხვედრა იაროსლავ კაჩინსკისთან

Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил

იაროსლავ შიმოვი: ეს არ გამოიყურება, როგორც კურსის ცვლილება

იაროსლავ შიმოვი: ეს არ გამოიყურება, როგორც კურსის ცვლილება

რადიო თავისუფლება

რა საფრთხეების წინაშე დგას ბელარუსი? - ინტერვიუ იაროსლავ რომანჩუკთან
14:19

რა საფრთხეების წინაშე დგას ბელარუსი? - ინტერვიუ იაროსლავ რომ...

რადიო თავისუფლება

ყველა ვიდეო