საქართველოს პრეზიდენტი დღეს ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ძმას, ყოფილ პრემიერს იაროსლავ კაჩინსკის შეხვდა. შეხვედრა სტუმრის საპატივცემულოდ გამართული სადილის ფარგლებში შედგა. მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოთქვა თავის გულისტკივილი ლეხ კაჩინსკის ტრაგიკულ დაღუპვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქართველომ მისი სახით ერთგული მეგობარი და საერთაშორისო არენაზე ძლიერი მხარდამჭერი დაკარგა. ქვეყნის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ლეხ კაჩინსკის ღვაწლი, რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში, როდესაც იგი ყველაზე მძიმე წუთებში ქართველი ხალხის გვერდით იდგა. შეხვედრაზე, რომელიც იაროსლავ კაჩინსკის ინიციატივით შედგა, სამომავლო თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ. თავის მხრივ იაროსლავ კაჩინსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი სრული მხარდაჭერა. მანვე საუბრისას საქართველოს ევროინტეგრაციულ და ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესისადმი სრული მხარდაჭერა გამოხატა და წარმატებები უსურვა ქვეყანას. შეხვედრას საქართველოს პირველი ლედი და დელეგაციის წევრები დაესწრნენ. Visit Website: http://president.gov.ge
Visit Facebook: http://www.facebook.com/saakashvilimi...
Visit Twitter: http://www.twitter.com/SaakashviliM
----------------------------------------------------------------------------------------
Visit Facebook: http://www.facebook.com/saakashvilimi...
Visit Twitter: http://www.twitter.com/SaakashviliM
----------------------------------------------------------------------------------------