„დაუმორჩილებლობის აქციის“ წევრების დაჯარიმება

10.02.2021 01:05

პარტია „ლელოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, ლუკა თევზაძე და ოთარ ვერულაშვილი ე.წ დაუმორჩილებლობის აქციის ღამეს, კომენდანტის საათის დარღვევისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2000 ლარით დააჯარიმა. „ლელოს“ ერთ-ერთი წევრის, კახა კოჟორიძის განცხადებით, საგამოძიებო უწყებას ფაქტზე მტკიცებულებები არ წარუდგენია, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება გასაჩივრდება, ჯარიმის გადახდას კი „ლელოს“ წევრები არ აპირებენ. დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბარებული იყო მოძრაობა „საქართველოს“ 19 წევრი და მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლები. ისინი უწყებაში მისვლაზე უარს ამბობენ და მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ითხოვენ პროცესის წარმართვას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო