ნინო ხარატიშვილის ჯილდო
ნინო ხარატიშვილი გერმანული ენისა და მხატვრული სიტყვის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს. ქართველ მწერალს, დრამატურგსა და რეჟისორს კარლ ცუკმაიერის სახელობის მედალი გადასცეს. დაჯილდოების ცერემონია ქალაქ მაინცის სახელმწიფო თეატრში გაიმართა. სცენაზე გათამაშდა რამდენიმე ეპიზოდი ნინო ხარატიშვილის პიესიდან. ასევე აჩვენეს ეპიზოდი მწერლის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმიდან. ფილმი გერმანულმა არხმა „არტემ“ საქართველოში გადაიღო. 55-წუთიან დოკუმენტურ მასალას მაყურებელი სრულად გაზაფხულზე ნახავს. ღონისძიებაზე ნინო ხარატიშვილი მაია ფანჯიკიძემ წარადგინა, მწერლის ბოლო რომანი, „უკმარი სინათლე“ მან ქართულ ენაზე თარგმნა. დაჯილდოების ცერემონიას ასეულობით ადამიანი დაესწრო და ფეხზე მდგომი უკრავდა ტაშს ქართველ მწერალს. ღონისძიების სხვა მნიშვნელოვან დეტალებს ექსკლუზიურად პირველი არხის მაყურებელი კვირას გადაცემაში, „კვირის მოამბე“ ვრცელ რეპორტაჟში ნახავს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გერმანული მხარის ჯილდო ნინო ხარატიშვილს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქართველი მეცოსოპრანო ნინო სურგულაძე იტალიის ვარსკვლავის ორდე...
culturegovge culturegovge
ნინო ხარატიშვილის რომანი „მერვე სიცოცხლე“ | ბასა ჯანიკაშვილი...
TV IMEDI
ნინო ხარატიშვილის რომანი "ჟუჟა"/Juja by Nino Kharatishvili
Intelekti Publishing
ნინო ხარატიშვილის მრისხანება/ZORN Rustavi2
mzekha makharadze
ნინო ხარატიშვილის შემოქმედების კონცეფცია
TBC • თიბისი
ნინო ხარატიშვილის რომანი ბერლინალეზე 10 საუკეთესო წიგნში მოხ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნინო ხარატიშვილის დიდი გამარჯვება
TV IMEDI