ნინო ხარატიშვილის ჯილდო


ნინო ხარატიშვილი გერმანული ენისა და მხატვრული სიტყვის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს.
ქართველ მწერალს, დრამატურგსა და რეჟისორს კარლ ცუკმაიერის სახელობის მედალი გადასცეს. დაჯილდოების ცერემონია ქალაქ მაინცის სახელმწიფო თეატრში გაიმართა. სცენაზე გათამაშდა რამდენიმე ეპიზოდი ნინო ხარატიშვილის პიესიდან. ასევე აჩვენეს ეპიზოდი მწერლის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმიდან. ფილმი გერმანულმა არხმა „არტემ“ საქართველოში გადაიღო. 55-წუთიან დოკუმენტურ მასალას მაყურებელი სრულად გაზაფხულზე ნახავს. ღონისძიებაზე ნინო ხარატიშვილი მაია ფანჯიკიძემ წარადგინა, მწერლის ბოლო რომანი, „უკმარი სინათლე“ მან ქართულ ენაზე თარგმნა. დაჯილდოების ცერემონიას ასეულობით ადამიანი დაესწრო და ფეხზე მდგომი უკრავდა ტაშს ქართველ მწერალს. ღონისძიების სხვა მნიშვნელოვან დეტალებს ექსკლუზიურად პირველი არხის მაყურებელი კვირას გადაცემაში, „კვირის მოამბე“ ვრცელ რეპორტაჟში ნახავს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან