თელავის მუნიციპალიტეტის ახალი გამგებელი


თელავის მუნიციპალიტეტს ახალი გამგებელი ჰყავს. 50 წლის გივი მეტრეველი დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ოფიციალურად დაამტკიცეს. პროფესიით ინჟინერ - მშენებელი გივი მეტრეველი თელავის მაცხოვრებელია. ის 1994 -- 2007 წლებში სააქციო საზოგადოება „თელავგაზის\" დირექტორად მუშაობდა.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში სულ 60 კანდიდატი მონაწილეობდა. ახალი გამგებელი მათგან კონკურსის წესით შეიჩა, რომელიც რამდენიმე ეტაპად გაიმართა. თითოეული ეტაპის შემდეგ კანდიდატებს კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება 2 დღის ვადაში შეეძლოთ. აღსანიშნავია, რომ დღეს საკრებულოს სხდომაზე ახალი გამგებლის დამტკიცების პროცედურას გივი მეტრეველი არ დასწრებია.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ზურაბ ყურაშვილმა, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე 17 ივნისს დატოვა.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/18yQaMw

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან