დავით ზალკალიანმა აშშ-ში ვიზიტი პრეზიდენტის მრჩეველთან შეხვედრით დაასრულა

09.02.2019 01:08

დავით ზალკალიანმა შეერთებულ შტატებში ვიზიტი პრეზიდენტის მრჩეველთან, ფიონა ჰილთან შეხვედრით დაასრულა. მოლაპარაკებებზე კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს, როგორც რეგიონში ამერიკის მთავარი მოკავშირისა და პარტნიორის როლი. ამერიკა მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. პრეზიდენტის მრჩეველმა ასევე ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერასა და თანადგომას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: