აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის მიმდინარეობა ქვემო ქართლში
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, კახა კობერიძე, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ილია თამარაშვილი და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი, აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის მიმდინარეობას გაეცნენ და ადგილობრივ ფერმერებს გაესაუბრნენ. სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, 21 000 ტონაზე მეტი დიზელის საწვავის ფასდაკლების ბარათი, ქვეყნის მასშტაბით, 66 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა უკვე მიიღო, პროცესი ქვემო ქართლის რეგიონშიც შეუფერხებლად მიმდინარეობს. აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფასდაკლების ბარათები ფერმერებისთვის ეტაპობრივად გაიცემა, როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში (my.gov.ge-ზე ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით), ასევე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში. აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებს გასცემს ლიბერთი ბანკის ფილიალებიც. პროგრამის ფარგლებში, ბენზინგასამართ სადგურებზე ფერმერთა ორგანიზებული მომსახურების პროცესის შენარჩუნებისთვის, ძალაშია დადგენილი წესი, რომლითაც ყველა ფერმერი 1 ივლისამდე შეძლებს გაანაღდოს კუთვნილი საწვავის ფასდაკლების ბარათების 20%, არანაკლებ 100 ლიტრისა. თუ მისაღები დიზელის საწვავის ოდენობა 100 ლიტრზე ნაკლებია, ფერმერები შეძლებენ საწვავის ფასდაკლების ბარათების სრულად გამოყენებას. 1 ივლისიდან 1 სექტემბრამდე, შესაძლებელი იქნება დიზელის ფასდაკლების ბარათების დამატებით 20%-ის განაღდება, არანაკლებ 300 ლიტრისა. თუ კუთვნილი საწვავის ოდენობა 300 ლიტრზე ნაკლებია, ფერმერები საწვავის ფასდაკლების ბარათების სრულად განაღდებას შეძლებენ, ხოლო 1 სექტემბრიდან, მათ ნებისმიერი რაოდენობის დიზელის ფასდაკლების ბარათების გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ. ➡ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში შემუშავებული პროგრამები იხილეთ ბმულზე: www.arda.gov.ge #ქვემოქართლი2020 #StopCoV #ზრუნვასოფელზე #სოფლისმეურნეობა2020 #მთავრობა2020
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია-ის სხვა ვიდეოები
საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
შოთა რეხვიაშვილმა რუსთავის თეატრს მორიგი წარმატება...
01:52
ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება რუსთავშ...
02:21
ადმინიტრაციამ ,,ახალ უმაღლეს სასწავლებელთან“ მემორ...
01:39
ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტურიზმის განვითარ...
01:42
ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეუ...
01:09
მარნეულში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მ...
00:58
მარნეულში სასმელი წყლის ჭაბურღილი და სატუმბი სადგუ...
მსგავსი ვიდეოები
კახეთის რეგიონში აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის მიმდინარე...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია
როგორ დავრეგისტრირდეთ აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამაში?
Rural Development Agency
აგროდიზელის ხელშეწყობის პროგრამა
TV 25
"დღეის მდგომარეობით, მხოლოდ გურიის მასშტაბით, 165 ხელშეკრულე...
Guria News გურია ნიუსი
აგროდიზელის პროგრამა ფერმერებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები 60,000-ზე მეტმა ბენეფიციარმ...
Rural Development Agency
საქართველოში ზეთისხილის მოსავალი 2.5-ჯერ გაიზარდა
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster