ირაკლი კობახიძე მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

02.05.2024 00:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, იუჯინ რუგენაათს შეხვდა. შეხვედრის ძირითადი თემა იყო გასული სამი ათწლეულის განმავლობაში საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და ის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც ბანკის მხარდაჭერამ შეასრულა ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და განვითარების პროცესში. აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, მათ შორის - საგზაო ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში, ასევე - რეგიონული, მუნიციპალური და ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებებით, რომელთა საერთო ღირებულებამ 4 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ბანკის მიმდინარე პორტფელი საქართველოში კი 15 პროექტს მოიცავს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1,5 მილიარდი აშშ დოლარია. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობისთვის მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების პრიორიტეტულობას, ასევე სტრუქტურულ, ადამიანური კაპიტალის რეფორმებს და მსოფლიო ბანკის მნიშვნელოვან მხარდამჭერ ინიციატივებს ამ მიმართულებით, რისთვისაც პრემიერმა ბანკს მადლობა გადაუხადა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

„მსოფლიო ლიტერატურის კურსი“ -  ფილოსოფოსი ლევან გიგინეიშვილი
01:21

„მსოფლიო ლიტერატურის კურსი“ - ფილოსოფოსი ლევან გიგინეიშვილი

აზროვნების აკადემია

თანამედროვე ბალეტი \"ბეატრიჩე\"/პირდაპირი ჩართვა - რუსთავი 2
08:15

თანამედროვე ბალეტი "ბეატრიჩე"/პირდაპირი ჩართვა - რუსთავი 2

Giorgi Aleksidze Tbilisi Contemporary Ballet

მსოფლიო პრემიერა \"ბეატრიჩე\"/სიუჟეტი \"ახალი დღე\" - 1 TV
03:37

მსოფლიო პრემიერა "ბეატრიჩე"/სიუჟეტი "ახალი დღე" - 1 TV

Giorgi Aleksidze Tbilisi Contemporary Ballet

მარიამ ალექსიძე და დავით მაზიაშვილი გადაცემაში \"დღის კოდი\"
25:49

მარიამ ალექსიძე და დავით მაზიაშვილი გადაცემაში "დღის კოდი"

Mariam Aleksidze

მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი \"ბეატრიჩე\"/1 TV
03:31

მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი "ბეატრიჩე"/1 TV

Mariam Aleksidze

მარიამ ალექსიძე და დავით მაზიაშვილი გადაცემაში \"დღის კოდი\"
25:49

მარიამ ალექსიძე და დავით მაზიაშვილი გადაცემაში "დღის კოდი"

Giorgi Aleksidze Tbilisi Contemporary Ballet

თანამედროვე ბალეტი \"ბეატრიჩე\"/ახალი დღე - 1 tv
07:49

თანამედროვე ბალეტი "ბეატრიჩე"/ახალი დღე - 1 tv

Giorgi Aleksidze Tbilisi Contemporary Ballet

ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე
04:04

ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა უკრაინის აღდგენის კონფერენ...

TV IMEDI

ყველა ვიდეო