თანამედროვე ბალეტი "ბეატრიჩე"/ახალი დღე - 1 tv
05/24/2021
#Dante700nelmondo #Beatrice
2021 წელს მთელი მსოფლიო აღნიშნავს უდიდესი იტალიელი პოეტის, ფილოსოფოსისა და მოაზროვნის, დანტე ალიგიერის გარდაცვალებიდან 700 წელს. გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ და გიორგი ალექსიძის ფონდი უერთდება ამ ღირშესანიშნავი თარიღის მსოფლიო აღნიშვნას.
პროფესორ დავით მაზიაშვილის იდეით, კონცეფციითა და ხელმძღვანელობით დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ საფუძველზე ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის მიერ გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტისათვის“ დაიდგა საავტორო თანამედროვე ბალეტი - „ბეატრიჩე“ .
მარიამ ალექსიძის ორიგინალური თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“
მსოფლიო პრემიერა შედგა 2021 წლის 19 მაისს, რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე.
დავით მაზიაშვილის ჩანაფიქრით ოსკარის, ოქროს გლობუსისა და მრავალი ჯილდოს მფლობელი თანამედროვე იტალიელი კომპოზიტორის, დარიო მარიანელის მიერ ბალეტისათვის სპეციალურად შეიქმნა საავტორო მუსიკა.
დარიო მარიანელის ხელმძღვანელობით, მის მიერ სპეციალურად ბალეტ „ბეატრიჩესათვის“ შექმნილი მუსიკა თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტას“ მიერ სცენაზე ცოცხლად გაჟღერდა.
ბეატრიჩეს სახე დასის წამყვანმა სოლისტმა მარიამ დარჩიამ შეასრულა.
თანამედროვე ბალეტის კოსტიუმების დიზაინერია თამუნა ინგოროყვა. მარიამ ალექსიძის კონცეფციით ბალეტის ვიზუალური გადაწყვეტაა კონსტანტინე მინდაძის ნახატების აუდიოვიზუალური ინსტალაცია. გრაფიკული დიზაინი - ირაკლი ღარიბაშვილი.
პროექტი განხორციელდა ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით.
პროექტის პარტნიორია იტალიის საელჩო საქართველოში.
პროექტის მხარდამჭერია საზოგადოებრივი მაუწყებელი.
პროექტის მხარდამჭერია ვითიბი ბანკი.
თსუ-ს პროფესორ დავით მაზიაშვილის კონცეფციითა და ხელმძღვანელობით პროექტის მონაწილეთათვის დაიგეგმა სალექციო ციკლი: თანამედროვე ბალეტი „ბეატრიჩე“ - სამი საუბარი დანტესა და „ღვთაებრივ კომედიაზე“ . ლექციები წაიკითხეს თსუ-ს პროფესორებმა თემურ კობახიძემ, ლევან გიგინეიშვილმა და ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა. ლექციები შემეცნებითი ვიდეო პროექტის ფარგლებში, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ ფეისბუკის გვერდსა და იუთუბის არხზე ფართო მაყურებლისთვისაც იყო ხელმისაწვდომი.
დავით მაზიაშვილის მიერ თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ სადადგმო პროცესის ფარგლებში დაიგეგმა შემეცნებითი ვიდეო პროექტი, რომლის საშუალებითაც მაყურებელი პრემიერამდე გაეცნო პროექტის მიმდინარეობასა და მონაწილეებს.