"მარიჯანის ოთახი"/მოამბე/ 1 TV

29.05.2020 04:07

31 მაისს, 20 სთ-ზე, მარიამ ალექსიძე პოეტ მარიჯანის, მარიამ ტყემალაძე-ალექსიძის დღიურებს მარიჯანის ბინაში აამოძრავებს და მონო-ქორეოგრაფიულ წარმოდგენას „მარიჯანის ოთახი“ მაყურებელს გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ ფეისბუქ გვერდზე ლაივ-ფორმატით შეთავაზებს. მარიამ ალექსიძის საავტორო პროექტის მთავარი იდეა და გადაწყვეტა არის სიტყვის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის საშუალებით ჩანაფიქრის გაზიარება პირადი სივრციდან - სახლიდან, ბინიდან, ოთახიდან ვირტუალურ სამყაროში. ერთ-ერთი პირველი პროფესიონალი ქალი პოეტის, მარიჯანის 1925 წელს დაწერილი ტექსტი დატვირთულია მისი პირადი განცდებით და თუ ერთი მხრივ ძალიან ინტიმური ფიქრებია, მეორე მხრივ საზოგადოა და დღევანდელ დღეს ძალიან აქტუალურია. Website - http://www.tbilisiballet.ge/ Facebook - https://www.facebook.com/Giorgi-Aleks... Instagram - https://www.instagram.com/tbilisi_con...

გაზიარება: