ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი


სტატისტიკა დღითიდღე სულ უფრო შემაშფოთებელია ევროპის ქვეყნებში.  ესპანეთში გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელია. ინფიცირებულთა რაოდენობა მზარდია იტალიაშიც. ინფიცირებულთა კლების ტენდენცია ნარჩუნდება ჩინეთში, სადაც ბოლო ერთ დღეში შიდა გადადების არცერთი ახალი ფაქტი აღარ დაფიქსირებულა.

იმედისმომცემია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადება, რომლის მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინის გამოცდა დაიწყო. პარალელურად, ორგანიზაციამ საერთაშორისო კვლევა დაიწყო იმის დასადგენად, მკურნალობის რომელი მეთოდია ყველაზე ეფექტიანი. რაც შეეხება საერთო მონაცემს: მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით 230 ათასზე მეტი ადამიანია დაავადებული, დაიღუპა 9300-ზე მეტი მოქალაქე, ვირუსი დაამარცხა 85 ათასამდე პაციენტმა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან