იაპონიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 84-მდე გაიზარდა. როგორც „როიტერი“ იუწყება, ათასობით მაშველი ამ დრომდე სტიქიური უბედურების ზონაში იმყოფება და ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების პოვნას ცდილობს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაცია სტიქიიდან 72 საათის შემდეგაც გაგრძელდება. „როიტერის“ ცნობით, ამ დრომდე მაშველებმა 156 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, კიდევ 79 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. მიწისძვრის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია, მაშველები ამ დრომდე ვერ ჩადიან სტიქიის შედეგად დაზარალებული დასახლებების ნაწილში. იშიკავას პრეფექტურაში აცხადებენ, რომ მიწისძვრიდან სამი დღის შემდეგაც 30 სოფელი გარე სამყაროს მოწყვეტილია. დროებით თავშესაფრებში მყოფი მოქალაქეების ნაწილი წყლის, სურსათის, ელექტროენერგიისა და საკომუნიკაციო საშუალებების გარეშეა დარჩენილი. ამასთან, არის ცუდი მეტეოროლოგიური პირობები, ყინვა, რაც დაზარალებულთა მდგომარეობას ართულებს. იაპონიაში 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა პირველ იანვარს მოხდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მიწისძვრა იაპონიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 214...
PalitraNews
მიწისძვრა იაპონიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იაპონიაში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იაპონიაში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
10 ყველაზე იდუმალი აღმოჩენა მსოფლიო ოკეანეში
bii hehe
ავღანეთის მიწისძვრა vs. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამწვავ...
შემოქმედებითი საზოგადოება საქართველო
პლანეტა შეძრწუნებულია უჩვეულო სტიქიური უბედურებებით: წყალდიდ...
შემოქმედებითი საზოგადოება საქართველო