მიწისძვრა იაპონიაში

06.09.2018 01:09

ოთხი დაღუპული, 110 დაშავებული და 19 უგზოუკვლოდ დაკარგული. ეს იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგია. კუნძულ ჰოკაიდოზე მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6.7 მაგნიტუდა შეადგინა. იაპონიაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. მიწისძვრის ეპიცენტრი იბურას რაიონში, 37 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. სტიქიის შემდეგ რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ამასთან, მიწისძვრის შედეგად მთიან რეგიონებში მეწყერი ჩამოწვა. \\ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: