დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანია


თავდასხმის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი მხარდამჭერების წინაშე წინასაარჩევნო აქციაზე პირველად წარდგა. დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებთან შეხვედრა ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატთან, ჯეი დი ვენსთან ერთად გამართა. ღონისძიება მიჩიგანში შედგა და მას განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მოქალაქე დაესწრო. შენობაში გამართულ შეხვედრაზე უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოქმედებდა. სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა ერთი კვირის წინ მასზე განხორციელებული თავდასხმა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მან ტყვია დემოკრატიისთვის მიიღო. ტრამპმა ასევე გააკრიტიკა დემოკრატიული პარტია და მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას დიდი ყურადღება იმიგრაციის საკითხს დაუთმო და საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების გეგმების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, როგორც კი პრეზიდენტის ფიცს დადებს, ქვეყნის ისტორიაში დეპორტაციის ყველაზე დიდ ოპერაციას დაიწყებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან