დონალდ ტრამპის საქმე

31.05.2024 05:59

პირველი გამამტყუნებელი ვერდიქტი ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ. ნაფიცმა მსაჯულებმა დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეში დამნაშავედ სცნეს. 2016 წლის საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული საქმის განხილვა თეთრი სახლის ყოფილი ლიდერისთვის სკანდალურად დასრულდა. 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა დაასკვნა, რომ 8 წლის წინ ექს-პრეზიდენტმა ფინანსური დოკუმენტები გააყალბა და პორნოვარსკვლავის გასაჩუმებლად გადახდილ თანხაზე ინფორმაცია დამალა. ტრამპი, რომელიც ისევ ამერიკის პრეზიდენტობისთვის იბრძვის, თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ოთხწლიანი პატიმრობა თუ პირობითი სასჯელი - განაჩენი 11 ივლისს უნდა გამოცხადდეს. წინ სისხლის სამართლის კიდევ სამი საქმეა.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: