საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთი პენსიონერებისთვის


დაიწევს თუ არა საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი - თემა, რომელიც ათი ათასობით პენსიონერს აწუხებს, დღეს პარლამენტში განიხილეს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ალეკო ელისაშვილის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე ეროვნული ბანკის და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლები მივიდნენ. სწორედ „ლიბერთი ბანკი“ ემსახურება პენსიონრებს, რომლებსაც სესხის, ანუ პენსიის წინასწარ აღების შემთხვევაში თვეში 30%-ზე მეტი საპროცენტო განაკვეთის გადახდა უწევთ. მაღალ განაკვეთს ფინანსთა სამინისტროსა და საპარლამენტო უმრავლესობაშიც აღიარებენ, თუმცა საპენსიო სესხების გამცემი ბანკი პრეტენზიებს არ იზიარებს. პარლამენტი მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, რომ საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთის ეტაპობრივ შემცირებაზე აქტიური მსჯელობა დაიწყოს. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან