პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა
06/21/2019
გამთენიისას პოლიციამ აქციის ის მონაწილეები დააკავა, რომლებმაც კოსტავას ქუჩაზე პოლიციის კუთვნილი მანქანა დაამტვრიეს. ინციდენტი ცოტა ხნის წინ მოხდა, მას შემდეგ რაც რუსთაველის გამზირიდან ჯერ კოსტავას, შემდეგ კი მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს და ბოლოს ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ გაჩერდნენ. ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც გზის რეაბილიტაციის გამო ქუჩა გადათხრილია, აქციის მონაწილეებმა ქვები მოიმარაგეს. დემონსტრანტებმა ფილარმონიის წინ მანქანა ამოატრიალეს და დაამტვრიეს. მოგვიანებით, დემონსტრანტებმა ჭავჭავაძის გამზირზე არსებული გზის ჩამკეტი ბარიერები გამოიყენეს, რომ ვარაზისხევი ჩაეკეტათ. ბარიერების ნაწილით ისინი მეტროსადგურ „რუსთაველისკენ“ მიემართებოდნენ, რა დროსაც სამართალდამცავებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.