აქცია აჭარის ტელევიზიასთან


არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივის“ წევრებმა აჭარის ტელევიზიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. მათ პირზე შავი ლენტები აიკრეს, რადგან მათი განცხადებით,  აჭარის ტელევიზიაში ცენზურის დამკვიდრებას ცდილობენ. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ ჟურნალისტებს, რომელთა სამსახურეობრივი პოზიციები ბოლო სტრუქტურული ცვლილებების დროს გაუქმდა. დღეს ტელევიზიის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ მათ ახალი პოზიციები უნდა შესთავაზოს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან