აქცია აჭარის ტელევიზიასთან

03.06.2020 00:33

ალექსანდრე მილორავა, რომელიც აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის გადაყენების მოთხოვნით მეექვსე დღეა შიმშილობს, „ევროპული საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციას „ქართულ ოცნებასთან“ ალიანსში ადანაშაულებს და პარტიის ლიდერებს რეაგირებისკენ მოუწოდებს. მილორავა ამბობს, რომ დირექტორის იმპიჩმენტის დასაწყებად, მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის თანხმობაა საჭირო, „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით არჩეული გია ქარცივაძე პროცესის დასაწყებად მზადაა, „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილი თამარ წილოსანი კი ექვსი დღეა, კონტაქტზე არ გამოდის. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: