ჟურნალისტის განცხადება
ზეწოლაზე საუბრობს გაზეთ „თანამემამულეს“ ყოფილი მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი მირანდა ოგანეზოვა. ზეწოლაში ის საქართველოში რუს თანამემამულეთა უფლებების მხარდამჭერის და დაცვის ფონდის პარტნიორს, ალექსანდრე ბეჟენცევს ადანაშაულებს. მისი თქმით, ბეჟენცევი უხეშად ერეოდა მის ჟურნალისტურ საქმიანობაში და ზეწოლის სხვადასხვა მეთოდს იყენებდა, რის გამოც ის იძულებული გახდა 2019 წელს დაეტოვებინა სამსახური. ჟურნალისტი აცხადებს, რომ მისი დისკრედიტაცია და დევნა ამ დრომდე გრძელდება. მისი თქმით, გამოძიება საქმეზე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე მიმდინარეობს და პროკურატურაში უახლოეს დღეებში დამატებითი მტკიცებულებების შეტანას აპირებს. როგორც ჟურნალისტი აცხადებს, მის საქმეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ცხრა თვის განმავლობაში განიხილავდა და მათ გაზეთი მედიად არ ცნეს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, განხილვის დროს დადგინდა, რომ აღნიშნული გამოცემა არ არის მედია საშუალება და მისი შემსყიდველი იყო რუსეთის საელჩო. ბრალდების ადრესატს კი საკითხზე დღეს კომენტარი არ გაუკეთებია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ახალი 3 | ჟურნალისტის განცხადება | 30.07.12
GeoArchive
მამუკა მდინარაძის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირმა ინაშვილის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იენს სტოლტენბერგის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის ბრიფინგი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პუტინის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სერგეი ლავროვის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster