დაკარგული მოზარდის საქმე


ამ დრომდე ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული გორში ახალი ბაღის ტერიტორია. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია 14 წლის წინ გაუჩინარებული, 11 წლის ზაქრო ბერძენიშვილის ცხედარს ეძებს. მისი ადგილსამყოფელი, სავარაუდოდ, საქმის ერთ-ერთმა ფიგურანტმა იაგო ნებიერიძემ მიუთითა. პარკის ტერიტრიაზე იმყოფებოდნენ დაკარგული ბავშვის ოჯახის წევრებიც.

იაგო ნებიერიძე ამ დროისთვის გორში ცხრა წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული. რაც შეეხება 14 წლის წინ მომხდარს, საქმის ხელახალი გადახედვა მიმდინარეობს.

რა ახალი დეტალები იკვეთება და რა ხდება ამ წუთისთვის გორის პარკში, ნინო ფისაძე ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მოძიებას და ის ადგილიდან გვერთვება - განახლდა თუ არა უკვე საგამოძიებო ღონისძიებები გორში?


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან