ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა

31.03.2021 02:27

მუსიკოსი და ფოლკლორისტი ანზორ ერქომაიშვილი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცნობილი ხელოვანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ანზორ ერქომაიშვილმა ჩამოაყალიბა სახელმწიფო ფოლკლორული ანსამბლი „რუსთავი“; ჩაწერა ასობით ფირფიტა ქართული ხალხური სიმღერებით, უცხოეთის საცავებსა და არქივებში უნიკალური, უძველესი ჩანაწერები მოიძია და აღადგინა. ანზორ ერქომაიშვილმა 70-იან წლებში დააფუძნა ბიჭუნათა ფოლკლორული ანსამბლი „მართვე“ და აღზარდა ქართველი ფოლკლორისტებისა და ხალხური სიმღერების შემსრულებელთა არაერთი თაობა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Mankanebi