მკვლელობა თბილისში

20.04.2020 03:11

უმისამართო გასროლას თბილისში შუახნის ქალი ემსხვერპლა. ის ვაჟა ფშაველას გამზირზე საკუთარ სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც ფანჯრის შუშა ჩაიმსხვრა და ტყვია მოხვდა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.  მომხდარზე დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი.  გამოძიების ოფიციალური ვერსიით ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა   და აივნიდან რამოდენიმეჯერ უმისამართოდ გაისროლა. დაკავებულის  საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია გასროლილი ტყვიის მასრები და ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიება მას გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ედავება. დანაშალი თავისუფლების აღკვეთას  ორიდან ოთხ წლამდე ვადით ითვალისწინებს.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: