მელიას საქმე


ნიკა მელიაზე ელექტრონული მონიტორინგიც წესდება.

სააპელაციო სასამართლომ არც პროკურატურის და არც ბრალდებულის ადვოკატის საჩივრები არ დააკმაყოფილა და წინა ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, უცვლელად დატოვა. თუმცა გირაოს და დამატებით შეზღუდვებს ელექტრონული კონტროლის ვალდებულებაც დაემატა, რაც სავარაუდოდ, ელექტრონული სამაჯურის ტარებას გულისხმობს. იმის მიუხედავად, რომ სასამართლო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გამომძიებლებთან შეთანხმების გარეშე სახლიდან გასვლას და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო განცხადებებს უკრძალავს, დეპუტატი აქტიური პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას და საპარლამენტო სხდომებზე დასწრებას მაინც გეგმავს. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული მელია სამართლებრივი დავის გაგრძელებასაც აპირებს. მის მიმართ დაწესებული შეზღუდვები, სავარაუდოდ, საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან