მელიას საქმე - განცხადებები „ნაციონალურ მოძრაობაში“

16.02.2021 08:10

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დარწმუნებული არიან, რომ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილება პოლიტიკურია. ხატია დეკანოიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელიას მისამართით სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გატარების გადაწყვეტილებას მიიღებს, მას აუცილებლად დაიცავენ, რადგან ეს ღირსების და თავისუფლების საკითხია. ზაალ უდუმაშვილი ვარაუდობს, რომ სასამართლო ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილებას არ მიიღებს. უფრო რადიკალურია გია ბარამიძე, რომელიც ამბობს, რომ მელიას დაკავებას არ დაუშვებენ და ხელისუფლებას სპეცრაზმის გამოყენება მოუწევს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: