ზუგდიდში ჭაში ჩავარდნილი მამაკაცი ცოცხალი ამოიყვანეს

20.03.2016 00:44

ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე ჭაში ჩავარდნილი მამაკაცი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ცოცხალი ამოიყვანეს. სამაშველო ოპერაცია თითქმის ნახევარი საათი მიმდინარეობდა. თვითმხილველების ვარაუდით და ინფორმაციით, მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ცნობისთვის, ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე, ყოფილი უნივერმაღის შენობაში, ჭაბურღილის თხრის დროს 11 - მეტრიან ჭაში მამაკაცი ჩავარდა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook:   / rado.atinati.  . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება: