შეხვედრა ცესკო-ში


ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხელმძღვანელებმა 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, გრიგოლ მამისეიშვილმა შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს 2024 წლის არჩევნებისთვის არსებული გამოწვევებისა და მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ.

საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, „2024 წლის ოქტომბერში გასამართი არჩევნებისთვის ინტენსიური სამუშაოები, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით მიმდინარეობს. შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ, რომ საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლების ინფორმირების მიზნით, ცესკო მათთან შეხვედრას გამართავს და დეტალურად გააცნობს საარჩევნო ტექნოლოგიებსა და პროცედურებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან