შეხვედრა ცესკო-ში


საარჩევნო პროცესებს, მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების დაცვის სახელმწიფო ინსპექტორი გააკონტროლებს. საკითხზე, ლონდა თოლორაიამ ცესკო-ს თავმჯდომარესთან სამუშაო შეხვედრა გამართა. უწყებების ხელმძღვანელებმა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს და წინასაარჩევნო პერიოდში თანამშრომლობის გეგმები დასახეს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად, საარჩევნო კომისიის შესაბამისი თანამშრომლებისთვის ტრენინგებსა და საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს გამართავს. ასევე, ამოქმედდება ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობით, ისინი უწყვეტ რეჟიმში შეძლებენ კონსულტაციების მიღებას.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან