ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის განცხადება
10/28/2021
ნატო-ს პოზიციაა, რომ რუსეთის ქმედებები თავისი მეზობლების, უკრაინისა და საქართველოს მიმართ ზედმეტად აგრესიულია, – ამის შესახებ თავდაცვის პოლიტიკის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, პატრიკ ტერნერმა ტალინში, „ბუქარესტის ცხრიანის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას განაცხადა. შესაბამის ინფორმაციას ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. როგორც ტერნერმა აღნიშნა, უცვლელია ნატო-ს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ქმედებები მისი მეზობლების მიმართ ზედმეტად აგრესიულია, თუმცა ნატო-ს პოზიცია არ არის მიმართული რუსეთის პროვოცირებისკენ, არამედ ეს არის რეალობის ადეკვატური აღწერა.
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ურთიერთობები რუსეთთან ბოლო კრიზისამდე დიდი ხნით ადრე გაუარესდა და მოსკოვსა და ნატო-ს პირდაპირი დიალოგი უკვე 18 თვეა არ აქვთ. „ნატო-ში რუსეთის მისიის დახურვა და მოსკოვში ნატო-ს ოფისების დახურვა არ ნიშნავს, რომ დიალოგი ახლა დასრულდა. ჩვენ ვწუხვართ ამაზე, თუმცა კვლავ ღია ვართ დიალოგისთვის“, – აღნიშნა ტერნერმა. ტალინში, „ბუქარესტის ცხრიანის“ შეხვედრას ასევე ესწრებოდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდი. მისი თქმით, შეხვედრაზე ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა, ასევე საქართველოსა და უკრაინასთან ნატო-ს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. „ძალიან სასარგებლო იყო მინისტრებისგან რუსეთთან მათი მუშაობის გამოცდილების მოსმენა. დღევანდელი მოლაპარაკებების ძირითადი მომენტი ჩემთვის იყო ნატო-ს ღია კარის პოლიტიკისადმი მინისტრების მტკიცე მხარდაჭერის და იმის მოსმენა, თუ როგორ შეუძლია ნატო-ს უკრაინასთან და საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება“, – განაცხადა დონფრიდმა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.