გადაწერე ვეფხისტყაოსანი - ახალციხე / ვარძია

05/17/2017
culturegovge culturegovge-ის მიერ

15 - 16 მაისს, ახალციხესა და ვარძიაში, შოთა რუსთაველის დღე მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობებით აღინიშნა.
15 მაისს, რაბათის ციხის ტერიტორიაზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, რეგიონის კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო „ვეფხისტყაოსნის“ სტროფების გადაწერაში.
16 მაისს, კი „ვეფხისტყაოსნის“ სტროფები ვარძიის ტერიტორიაზე გადაწერეს.
პროექტი უპრეცედენტოდ სახალხო და მასშტაბურია - მხატვარ ქეთი მატაბელის მიერ შექმნილი ხელნაკეთი წიგნი „ვეფხისტყაოსანი“, საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში 15 მაისიდან - 26 მაისის ჩათვლით „იმოგზაურებს“.
21-ე საუკუნის ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ შექმნაში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლება. პოემის გადაწერა საზეიმოდ 26 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, რუსთაველის თეატრის წინ დასრულდება.



http://culture.gov.ge/

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან